ზაქარია გაბრიელის ძე ბრეგვაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის 5 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის თელავის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია. 1911 წელს თელავის განყოფილებას წარმოადგენდნენ: მიხეილ ქაიხოსროს ძე ბაქრაძე, ზაქარია გაბრიელის ძე ბრეგვაძე, ვასილ ბესარიონის ძე კახიძე, ანასტასია რაფიელის ასული კახიძისა, გიორგი ივანეს ძე ხიზანაშვილი, გლახა ხოსროს ძე ომანიძე და ელენე სპირიდონის ასული რუსიშვილისა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი