ნიკოლოზ ლუარსაბის ძე გეგელაშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: აკაკი გოგინავა, ივანე გულუა, მელიტონ გაბისონია, იაკობ გოჩელეიშვილი, ალექს განგია, ვლადიმერ ლუარსაბის ძე გეგელაშვილი, ნოე ლუარსაბის ძე გეგელაშვილი, სარდიონ ესტატეს ძე გობეჩია, ელენე სიმონის ასული გაბუნია, ილიკო გერსამია, ნიკოლოზ ლუარსაბის ძე გეგელაშვილი, ტარასი კონსტანტინეს ძე გარუჩავა, ბახვა იოსების ძე გუგუშვილი, სიმონ ბეჟანის ძე გიგინეიშვილი და სპირიდონ ივანეს ძე დუნდუა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი