სამსონ ხუნწარია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ჩიტო ხუხუნაიშვილი, სამსონ ხუნწარია, ალექსანდრე ხურცილავა, ექვთიმე ხუნწარია, კონსტანტინე ხუნდაძე, ოლია ხუბუტია, გრიგოლ ბესარიონის ძე ჯიშკარიანი, სამსონ მიხეილის ძე ჯიშკარიანი, ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშია, ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი და თადა ჯღამაია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი