სპირიდონ ღუდუშაური

ამქრის წარმომადგენელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობაში

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის 1912 წელს გამართული 16 სხდომიდან თავმჯდომარე იოსებ შვილევი დაესწრო 12-ს, ტიტე კახიძე – 14-ს, იასონ ლორთქიფანიძე – 8-ს, მოსე კალანდარიშვილი – 9-ს, ზაქარია კიკნაძე, გრიგოლ ბურდული და ზაალ მჭედლიშვილი – 6-6-ს, იოსებ ბარახუსტი და დიმიტრი ერქომაიშვილი – 4–4-ს, ივანე ფიცხელაური და გიორგი ნათაძე – 5–5-ს, გიორგი როინიშვილი – 7-ს, დავით სირაძე და ალექსი ბერბერაშვილი – 2-2-ს, ვარლამ ბურჯანაძე – 16-ს, თომა სარაჯიშვილი, სპირიდონ ღუდუშაური და სიმონ ქერაშვილი – თითოს.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი