კონსტანტინე ალექსის ძე შელია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ანტონ კონსტანტინეს ძე შენგელია, მალაქია კონსტანტინეს ძე შენგელაია, კონსტანტინე ალექსის ძე შელია, ბიძინა ფირანის ძე შავიშვილი, კონსტანტინე შაკირბაია, კიკა შონია, მარიამ დავითის ასული შერვაშიძე, ივანე გიორგის ძე შოვნაძე, გრიგოლ პავლეს ძე შელია, მიტროფანე გრიგოლის ძე შავიშვილი, იულონ ერასტის ძე შელეგია, გიორგი გრიგოლის ძე შანშიაშვილი და პეტრე შენგელია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი