ივანე ტარიელის (ტოტის) ძე ზესაშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: თეოფილე გიგოს ძე დოლიძემ, ივანე ტარიელის ძე ზესაშვილმა, აკაკი ეჯიბიამ, ივლიტა თოფურიძემ, ოლღა თოფურიძემ, ევგენია თეიმურაზის ასულმა თოფურიძემ, ვლადიმერ ანდრიას ძე თუთბერიძემ, ბარნაბა დიმიტრის ძე თოხაძემ, ოლღა კალანდარიშვილმა და ვლადიმერ იესეს ძე კვანტალიანმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი