გიორგი ცხაკაია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1917 წლის პირველ იანვარს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: ქრისტეფორე ბეგლარის ძე ჩეჩელაშვილმა, ივლიტა ჩიჩუამ, ფილიპე ჩოჩიამ, არსენ ანდრიას ძე ცხაკაიამ, გიორგი ცხაკაიამ, დიმიტრი მიხეილის ძე ცომაიამ, ბარნაბა პავლეს ძე ძველაიამ, ევგენია ნიკოლოზის ასულმა ძუბენკომ, გრიგოლ პავლეს ძე ძიძიგურმა და ივლონ ერასტის ძე ჭკადუამ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი