უშანგი მიხეილის ძე ბედია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნისა და სენაკის განყოფილებათა წევრი

1917 წლის პირველ იანვარს საწევრო თანხა თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: მიხეილ ადამიამ, ფილიპე ბახვას ძე ადამიამ, ანდრია მაქსიმეს ძე ანჯაფარიძემ, ანტონ მაქსიმეს ძე ანჯაფარიძემ, ლევან ხახუს ძე აფხაზავამ, უშანგი მიხეილის ძე ბედიამ, ნიკოლოზ გერასიმეს ძე ბარაბაძემ, მოსე მიხეილის ძე ბახტაძემ, ვიქტორ გიორგის ძე ბერიძემ და კალისტრატე გიორგის ძე ბერიძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი