ბიქტორ მაქსიმეს ძე ელიავა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის 22 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელმა კრებამ ნამდვილ წევრებად აირჩია: დავით რამაზის ძე გოცირიძე, ვალერიან სიკოს ძე ჯაფარიძე, ბიქტორ მაქსიმეს ძე ელიავა, გიორგი ქაიხოსროს ძე იაშვილი, ასლან გიორგის ძე გელოვანი, ამბროსი ვლადიმერის ძე გამყრელიძე და დარია ხოსროს ასული ჯანუაშვილი.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ონის განყოფილებასთან და ანგარიში განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა