ალექსანდრე გიორგის ძე თოხაძე

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წლის 4 აპრილს განათლების სამინისტროს სალიკვიდაციო თანხის ანაზღაურების თხოვნით მიმართეს ბათუმისა და ყარსის გიმნაზიების თანამშრომლებმა: ლ. ი. სახაროვმა, ალექსანდრე თოხაძემ, ო. ა. ივანოვმა, დ. ს. მგელაძემ, ტ. ვ. დობროლიუბოვამ, ე. ი. ნაუროვამ, დ. ს. მგელაძემ, ვ. მ. სკარდინომ, ო. ა. დახნოვიჩმა, ა. გ. ტუვოვმა, გ. პ. ვაიევმა, ნ. ვ. ბურიშინმა, ე. ი. ილიუშინმა.

წყარო: მიმოწერა ოსმალეთის ტერიტორიაზე არსებული სასწავლებლების მასწავლებელთა მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ. თანამშრომელთა სიები, ხელფასის უწყისები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი