აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა გამგე, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1924 წლის 23 იანვარს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე მილერანდი და მისი მეუღლე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აკაკი ჩხენკელს მეუღლესთან ერთად, ელისეს სასახლეში, 19 საათსა და 45 წუთზე სადილზე იწვევდნენ.

წყარო: საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლის მადამ მილერანდის მოსაწვევი ბარათები აკაკი ჩხენკელისა და მისი მეუღლის დასწრების შესახებ; მიწვევები მიშელ დარიალის (მიხეილ ნანობაშვილის) კონცერტზე, ჟორესის დაკრძალვის ცერემონიალზე და სხვა ღონისძიებებზე | 1924-1924
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: პარიზი
ენა: ფრანგული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი