ალექსანდრე დავითის ძე ინაშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 1914 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამგეობას შეუმცირდა შემოსავალი, რისი მიზეზიც იყო ომის სირთულეები და 1913 წელს საზოგადო კრებაზე მომხდარი გაუგებრობა, რის შემდეგაც ალექსანდრე ინაშვილი სათავეში ჩაუდგა განაწყენებულ მასწავლებელთა ერთ ნაწილს და აშკარა ომი გამოუცხადა ფილიალს. მას სურდა მისი ან მოსპობა, ან სიღნაღის განყოფილებასთან შეერთება. ამის შედეგად ბევრმა წევრმა დატოვა განყოფილება, მით უფრო, რომ ისედაც უჭირდათ საწევროს გადახდა – ყოველწლიური სამი მანეთი დაბეგვრის ტოლფასი იყო მათთვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი