ანა ნიკოლოზის ასული არდაზიანისა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დედა ენის I ნაწილის გასწორების შესახებ გამგეობის დადგენილება. საკითხის განსახილველად მოიწვიეს ოთხშაბათს, 12 მარტს საღამოს 5 საათზე საზოგადოების ბინაზე გამოცდილი პედაგოგები: ივ. გომელაური, პ. წირქვაძე, მეთოდე კაკაბაძე. ანნა ახალშენიშვილისა, თამარ ყაზახაშვილი, სავლე აბულაძე, ონ. თაბუკაშვილი, ტერეზია ხმიადაშვილი, ანა არდაზიანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი