ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების დამხმარე წევრი

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ანთიმოზ ჯუღელის „ქართული წერის“ დედნის განხილვის საქმე მიანდეს ნიკო ცხვედაძეს, გიორგი წერეთელს, ნიკოლოზ ქანანოვს და მღვდელ იაკობ ზედგინიძეს. მათ საზოგადოებისთვის უნდა ეთქვათ თავიანთი აზრი, რამდენად სასარგებლო იყო ჯუღელის დედნის სასწავლებლებში გავრცელება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1879-1882
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი