ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი

მეცნიერი, მწერალი, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს მისწერა, რომ მღვდელ ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის ყველა ოფიციალური ცნობა და საბუთი თბილისის სასულიერო სასწავლებლის უკანასკნელ გამგე ანტონ ივანეს ძე ნატროშვილს ჰქონდა, ვისთანაც იგი მუშაობდა. ხელს აწერენ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორი სპირიდონ ჯორჯიკია და საქმისმწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნიკოლოზ ბარნაბიშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი