არჩილ ზინობის (ზიკოს) ძე დედანაშვილი

მდივანი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა 1916 წლის სავარაუდო გასავლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც განყოფილებას სახლის დასაქირავებლად 30 მანეთი დაეხარჯებოდა, ინვენტარის შესაძენად – 50, სტიპენდიებისა და ერთდროული დახმარებისთვის – 80, წერა-კითხვის გასავრცელებლად – 40, მოულოდნელი ხარჯებისთვის – 30, ხოლო მთავარი გამგეობისთვის გადასახდელი პროცენტი 38 მან. იქნებოდა. განყოფილების სავარაუდო ხარჯი სულ 368 მანეთს შეადგენდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი