არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი

მწერალი, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი

1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ ჯაჯანაშვილის რეზოლუცია საზოგადოების სკოლებთან არსებული ბიბლიოთეკების სამაგალითოდ მოწყობის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი