გიორგი ბეჟანის ძე გვალია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1913 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: იოსებ გეგენავა, გიორგი ბეჟანის ძე გვალია, ტარიელ გვალია, ალექსანდრე პეტრეს ძე გიორგობიანი, იასონ (იაკიმე) ლუარსაბის ძე გეგელაშვილი, ვარლამ თეიმურაზის ძე გოჩელეიშვილი, კალისტრატე თეიმურაზის ძე გოჩელეიშვილი, მარკოზ მაქსიმეს ძე გუგუშვილი და ნიკო გულუა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი