გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი

მეწარმე, ქველმოქმედი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, ხაზინადარი

1886 წლის 27 იანვრის განცხადება იუწყება, რომ სამშაბათს, 28 იანვარს, საღამოს 8 საათზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შენობაში გაიმართება საზოგადოების მმართველობის წევრთა კრება, რომელზეც, გარდა სხვა საკითხებისა, განიხილავენ კომისიის მოხსენებას 1885 წლის 1-ლ სექტემბრამდე საკანცელარიო საქმის წარმოების შემოწმების შედეგების შესახებ. განცხადებას ხელს აწერენ ნიკო მთვარელიშვილი (საქმისმწარმოებელი), ეკატერინე გაბაშვილისა, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსი მირიანაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა გამგეობის წევრებთან საზოგადოების საქმიანობის წარმართვის შესახებ | 1886-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი