გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი (წყალტუბელი)

მწერალი, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საქმის მწარმოებელი

1918 წლის 12 სექტემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი უმაღლეს და საშუალო სასწავლებლების მთავარ გამგეს თხოვნაში სწერს, რომ ნიკოლოზ ალავიძე სწავლობდა ლეობენის სამთო აკადემიაში ორწელიწადნახევარი. ხელს აწერენ: დირექტორი და საქმისმწარმოებელი გიორგი იოსელიანი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი