გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია)

პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი

1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე, გიორგი იოსელიანი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა 30 მაისს ჩატარებული საზოგადოების წევრთა საერთო კრების ოქმი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი