გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრი, ერევნის განყოფილების დამხმარე წევრი, საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანი და საქმისმწარმოებელი

1914 წლის მარტში გრიგოლ ბურჭულაძე სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურე იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი