გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1878 წლის 30 იანვარს გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს წესდების პროექტი, რომლის წარდგენა მეფისნაცვლის კანცელარიაში დიმიტრი ყიფიანს, ილია ჭავჭავაძესა და ბესარიონ ღოღობერიძეს დაევალათ. ამ წესდებით საზოგადოება 1907 წლის მარტამდე მოქმედებდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი