დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, კავკავის განყოფილების საპატიო წევრი; მეცნიერი, ქიმიკოსი, მეწარმე, ქველმოქმედი, ქართული კონიაკის წარმოების დამფუძნებელი, სასოფლო-სამეურნეო ურთიერთდახმარების საკრედიტო საზოგადოების მეპატრონე

1915 წლის 14 ივნისს კახის მოსახლე ნიკოლოზ ზაქარიას ძე ხუციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწავლის გასაგრძელებლად სარაჯიშვილის ან ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

წყარო: სხვადასხვა პირებისა და დაწესებულებების განცხადებები მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის სტიპენდიების დანიშვნის შესახებ | 1915-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი