დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე

პედაგოგი, ფსიქოლოგი, საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის 27 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საოსტატო ინსტიტუტის დირექტორის, პროფ. უზნაძის მოხსენება საოსტატო ინსტიტუტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეერთების შესახებ. მოხსენება მოიწონეს.

წყარო: განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომების ჟურნალები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი