ვლადიმერ (ლადი) იესეს ძე გაგუა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძე, ვლადიმერ იესეს ძე გაგუა, გიორგი მინას ძე აბაშიძე, იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი, მიხეილ ოტიას ძე გვალია და თადეოზ გიორგის ძე კეშელავა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი