თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია

ისტორიკოსი, ფილოლოგი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, გურია-სამეგრელოს სამრევლო სკოლების ზედამხედველი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ წლების განმავლობაში შეიძინა ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნები. გარდა ამისა, დაინტერესდა საქართველოსა და ზოგადად კავკასიის შესახებ არსებული რუსული გამოცემებითაც და ადგილობრივ სამეცნიერო დაწესებულებებს სთხოვა, უსასყიდლოდ დაეთმოთ თავიანთი გამოცემები. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების წლიური ანგარიში | 1881-1882
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი