იასონ ტიმოთეს ძე თურქია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1916 წლის 22 მაისს შედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრება, რომელზეც სოხუმის გამგეობის წევრებად აირჩიეს: ნინო ალექსანდრეს ასული თურქია, ვასო ალანია, გრიგოლ ამბაკოს ძე მახარაძე, ელიზბარ პეტრეს ძე კაჭარავა, ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე, ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი, გახუ პეტრეს ძე თურქია, რაფიელ იოსების ძე გოკიელი, პლატონ ლევანის ძე გელოვანი, ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია, იასონ თურქია, მიხეილ გეგეჭკორი, რაჟდენ თენგოს ძე შენგელაია, ილიკო მოსიძე და დათიკო მეძმარიაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი