ივანე გიორგის (გრიგოლის) ძე ავალიშვილი

პედაგოგი, წიგნის მაღაზიის გამგე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების საწყობში იყო შემდეგი წიგნები: ყარანგოზიშვილის ლექსები, „გიორგი სააკაძე“, „კოოპერაცია“ კანდელაკისა, ჩარლზ დარვინი, „მოგზაურობა სისხლის წვეთისა“, „საუბარი ხოლერაზე“, „სახადი“, „საბერძნეთის ისტორია“, „ფიზიკური აღზრდა“, „ფიზიოლოგია“ და „მწყემსის წერილები“. ხელს აწერენ ვასილ ედილაშვილი, ივანე ავალიშვილი, იოსებ გიორგობიანი და ლავრენტი სანოძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი