ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი

ექიმი, მწერალი, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დამხმარე წევრი

1898 წლის 19 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ბაქოში მდებარე ბიბლიოთეკის კომიტეტის წევრმა ივანე ელიაშვილმა, რომ ბიბლიოთეკას დახმარებოდნენ წიგნებით. გამგეობის გადაწყვეტილებით ბიბლიოთეკას გაუგზავნეს 5 თუმნის ღირებულების წიგნები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი