ივანე ზოსიმეს ძე ცეცხლაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: მიხეილ ეგნატეს ძე ჩხაიძე, იშახან ჩიჩუასი, კოსტა ზაალის ძე ჩიქოვანი, გერასიმე ჩიმაკაძე, ანდრია ოქროპირის ძე ცანავა, მიხეილ ტოტიას ძე ცხომარია, ივანე ზოსიმეს ძე ცეცხლაძე, ნიკო გიგოს ძე ცეცხლაძე, იოსებ ცეკვავა და დათა ცეკვავა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი