ილია ეგნატეს ძე ჯაში

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვლადიმერ ნერაბიტოვსკი, ვარლამ ალექსის ძე ვაშაკიძე, იაკობ იოსების ძე სოსანაშვილი, ანდრია კიმოთეს ძე დუნდუა, სესილია სიმონის ასული ჯაში, ილია ეგნატეს ძე ჯაში, ნიკო საბას ძე ბუკია, კირილე იოსების ძე ბოჭორიშვილი, იოსებ ნიკიფორეს ძე მებუკე და ნინო კონსტანტინეს ასული ლეჟავა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობისა და ლიკვიდაციის შესახებ | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი