იოსებ გრიგოლის ძე შვილევი (შვილიევი)

კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრობის კანდიდატი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე

1911 წლის 25 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებას 205 წევრიდან 52 ესწრებოდა. კრების თავმჯდომარის, იოსებ შვილევის წინადადებით დამსწრეებმა ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს მიხეილ ყიფიანის, დავით სარაჯიშვილისა და დიმიტრი მაისურაძის ხსოვნას.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი