იოსებ ლევანის ძე ფარცვანია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: გრიგოლ ქუჩუს ძე ურიდია, კონსტანტინე ურიდია, პავლე ურიდია, პავლე უბირია, იოსებ სოფრომის ძე უჩანეიშვილი, მინადორა მარკოზის ასული უჩანეიშვილი, ნოე ივანეს ძე ურუშაძე, გიორგი სიკოს ძე ურიდია, ბესარიონ ლევანის ძე ფანცულაია, ნესტორ ფაჩულია და იოსებ ლევანის ძე ფარცვანია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი