იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე

დეკანოზი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1914 წლის 16 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ქ. თბილისის გუბერნატორს ამცნო, რომ 1914 წლის 20 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების შედეგად საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობას წარმოადგენდნენ შემდეგი პირები: იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი, იროდიონ ბესარიონის ძ ოქროპირიძე, გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი და არჩილ ზინობის ძე დედანაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი