კონსტანტინე (კოწია) ჩითანის ძე თავართქილაძე

მთარგმნელი, გამომცემელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა. სხდომაზე განიხილეს წიგნებით მოვაჭრე კონსტანტინე თავართქილაძის თხოვნა, რომ საზოგადოების წიგნების მაღაზიიდან ორი თვით ნისიად მიეცათ ორასი ან სამასი მანეთის ღირებულების წიგნები, ხოლო თავდებად ჩათვლოდა ის წიგნები, რომლებიც გასაყიდად საზოგადოების მაღაზიაში ჰქონდა მიბარებული. გამგეობამ მას გადასცა 10 თუმნის წიგნები, ხოლო თავდებად გამოართვა მისი კუთვნილი წიგნები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი