მარიამ გიორგის ასული წინამძღვრიშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1916 წლის 11 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების 1915 წლის მოქმედების ანგარიში. ამ დოკუმენტის მიხედვით, 1915 წელს ცხინვალის განყოფილებას წარმოადგენდნენ: ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ცერაძე, ღვთისწყალობა ღვთისწყალობას ძე ცერაძე, გალაქტიონ გრიგოლის ძე ცერაძე, იოსებ გრიგოლის ძე ცერაძე, მიხეილ დოროთეოსის ძე წინამძღვრიშვილი, მარიამ გიორგის ასული წინამძღვრიშვილი, ნიკოლლოზ ტარიელის ძე ჭონიშვილი, ზაქარია ივანეს ძე ხახიშვილი და მღვდელი ონისიმე ხიზანაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი