მელქისედეკ ანთიმოზის ძე ვერულაშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1917 წლის პირველ იანვარს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: მიხეილ დავითაიამ, ევპრაქსია მერაბის ასულმა დგებუაძემ, პეტრე მიხეილის ძე დგებუაძემ, ნიკოლოზ ფირანის ძე დგებუაძემ, პელაგია ბესარიონის ასულმა დგებუაძემ, აგრაფინა გიორგის ასულმა დვალმა, მურზა დუდუჩავამ, სპირიდონ ივანეს ძე ენუქიძემ, ივანე ანტონის ძე ეჯიბიამ და მელქისედეკ ანთიმოზის ძე ვერულაშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი