მინადორა ეფრემის ასული ორჯონიკიძე-ტოროშელიძისა

ექიმი, პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მიიღო საზოგადოების 15 რწმუნებულთაგან ხელმოწერილი განცხადება, რომ მოეწვიათ რწმუნებულთა საგანგებო კრება, რომლის მიზანი იყო: 1) 27 ივლისს დამტკიცებული საზოგადოების ახალი წესდების გატარება, 2) ეკონომიკური კრიზისის გამო საზოგადოების სამოქმედო გეგმის გადახედვა, 3) ლიკვიდაცია იმ ფილიალთა, რომელიც დახურულია და საქმის გარკვევა იმ ფილიალთა შესახებ, რომლებიც ვერ ახორციელებდა საზოგადოების მიზნებს. ხელს აწერენ: უშანგი ელიავა, პ. კახიანი, სილიბისტრო თავართქილაძე, თევდორე კიკვაძე, გრიგოლ ნათაძე, ნინო თეიმურაზის ასული ელიავა, ვლადიმერ ანტონის ძე ჯუღელი, იოსებ გიორგის ძე ავალიშვილი, ფილიპე გლახუნას ძე ლორია, ვლადიმერ ანტონის ძე ახობაძე, მინადორა ტოროშელიძე, გ. ბახტაძე, ვ. მგელაძე, გიორგი იესეს ძე ცინცაძე, კონია გვარჯალაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების ოქმები და გამგეობის მოხსენებები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი