ნესტორ ზაალის ძე დავითაია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ზუგდიდის ურთიერთდახმარების საკრედიტო საზოგადოების დირექტორი

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომლის საფუძველზე შედგა ოქმი. კრებაზე უნდა განეხილათ შემდეგი საკითხები: წლიური ანგარიშის მოხსენება, სარევიზიო კომისიის არჩევა, ახალი წევრების მიღება, ქართული სკოლის დაარსება დაბა ზუგდიდში, მსახიობ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მოწვევა. დოკუმენტს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ნიკო ბერიძე, მდივანი კატო კედია და კრების წევრები: ნესტორ დავითაია, აპოლონ ჯიქია, პეტრე კედია, კლიმენტი ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ფიჩხაია, აკაკი ადამია, მათე ფიფია, სპირიდონ ნიჟარაძე, ანდრია პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი