ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი (მინგრელსკი)

სამხედრო პირი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1884-1885 საანგარიშო წელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა შემოწირულობების თვალსაზრისით. ამ წელს ნიკოლოზ დავითის ძე დადიანმა საზოგადოებას ძველ ხელნაწერთა ბიბლიოთეკა შესწირა, რომელთა შორის მოიპოვებოდა ეტრატზე დაწერილი VII, VIII და IX საუკუნეების ხელნაწერები, სულ 179 ხელნაწერი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიში | 1884-1885
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი