ნოე ივანეს ძე ურუშაძე

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ვლადიმერ იაკინთეს ძე ტუსკია, დიმიტრი კიმოთეს ძე ტაბიძე, ალექსანდრე გიორგის ძე ტკეციშვილი, გიორგი ივანეს ძე ტაბიძე, ვასასი ტატიშვილისა, იუსტინე სოლომონის ძე ტუკვაძე, ნიკო იაკინთეს ძე ტუსკია, ილიკო ტყებუჩავა, იოსებ სოფრომის ძე უჩანეიშვილი, მინადორა მარკოზის ასული უჩანეიშვილი, გრიგოლ ქუჩუს ძე ურიდია, პავლე ურიდია, ნოე ივანეს ძე ურუშაძე, გიორგი სიკოს ძე ურიდია და ანტონ ურიდია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი