სამსონ (სიმონ) გიორგის ძე ფირცხალავა

იურისტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, დამფუძნებელი კრების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, საზოგადოების გამგეობის მდივანი

1911 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას, რომლის მდივანი იყო სამსონ ფირცხალავა, თელავის განყოფილებამ 1910 წლის შემოსავლიდან 20%-ის დათმობა შესთავაზა. მთავარმა გამგეობამ ეს წინადადება არ მიიღო. თავისი სკოლებისა და სამკითხველოების ხარჯები განყოფილებას საკუთარი ხარჯებით უნდა დაეფარა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი