სამსონ გიორგის ძე ყიფიანი (მეგობარი, საფამსიფონი)

ქუთაისის ქართული გიმნაზიის პედაგოგი, ძველი სენაკის სააზნაურო სკოლის შემქმნელი და ხელმძღვანელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქუთაისისა და ძველი სენაკის სათავადაზნაურო პირველდაწყებითი სკოლების სამზრუნველოს წევრი

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლ ივანე დადიანის განცხადება იმის შესახებ, რომ სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს თავად-აზნაურთა კრებამ მადლობა გამოუცხადა თხუთმეტწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის სკოლის სასარგებლოდ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი