სპირიდონ მალხაზის ძე კედია

პუბლიცისტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი კრების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სპირიდონ მალხაზის ძე კედიამ განაცხადა, რომ საზოგადოებას მუზეუმები მოსავლელად უნდა გადაეცა საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები | 1915-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი