ტერენტი ნიკოლოზის ძე წერეთელი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი, საზოგადოების ნამდვილი წევრი

1919 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი წიგნის საწყობებში დარაბების გაკეთების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ტ. წერეთელს და ვ. ბურჯანაძეს მიენდოს ამ საქმის სისრულეში მოყვანა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი