ბარნაბ პავლეს ძე ძველაია

დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისისა და სენაკის განყოფილებათა წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა ნოსირის ბიბლიოთეკის 1915 წლის ანგარიში, რომელიც შეადგინეს: ილარიონ გულუამ, გიორგი თოფურიძემ და ბარნაბ ძველაიამ. ანგარიში გამგეობამ 1916 წლის 5 აპრილს მიიღო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი