საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10658

ფაქტი 10658

1918 წლის 1-ელ მარტს დააკავეს დამნაშავეთა ჯგუფი. რევოლუციურ სასამართლოზე საქმის განხილვის დროს გაირკვა, რომ ნიკოლოზ ბადრიძე (შავო), დავით ქამუშაძე, გაბრიელ ლუკაშვილი, ბაღდო ტერ-მესროფოვი, გაბო გექჩუაშვილი, ვასილ გელიკურაშვილი (ბედნი კიტაი), ანატოლი კოვალენსკი, გიორგი ქარტილაძე, ზაქარია ნათაძე (თარსი), ნიკოლოზ სულაძე, მიხეილ ყაზიაშვილი და არჩილ ბახუტაშვილი მონაწილეობდნენ 1-ლი და მე-2 მილიციის უბნების თანამშრომელთა მკვლელობაში. 3 მარტს სასამართლომ ყველა მათგანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10658; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .