საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10681

ფაქტი 10681

1919 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „ვოლნი გორეცის“ პირველ გვერდზე გამოქვეყნებული იყო პრესის მიმოხილვა: ბაქოელ დენიკინელთა გაზეთი „გოლოს როსიი“ („Голос России“) დაღესტნის აჯანყებას აცხადებდა მთიელთა რესპუბლიკის ყოფილი მინისტრებისა და მაღალჩინოსნების მიერ მოწყობილ ავანტიურად და მიიჩნევდა, რომ თბილისში სახელდახელოდ მოწვეული ყრილობაც იმისთვის დაამთხვიეს საზავო კონფერენციის წარმომადგენელთა დაბრუნებას, რათა დასავლეთს შეეტყო დენიკინის ხელისუფლებისა და მისი „დობროარმიის“ ნაწილების მიერ დატრიალებული „საშინელებები“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10681; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .