საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10742

ფაქტი 10742

1919 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ 1919 წლის 8 ნოემბრის N 2296 მიწერილობის თანახმად, გაუგზავნა თავისი რწმუნებული გიმნაზიის მე-6 კლასის ყოფილი მოსწავლის ვახტანგ ამბოქაძის დათხოვნის მოწმობა, დაბადების მოწმობა N 38, აცრის მოწმობა N 475 და წოდების მოწმობა ნამსახურეობითი სიის პირთან ერთად. სთხოვა, ხსენებული საბუთების მიღება ეცნობებინა. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10742; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .